რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება კვლავ ექნება
რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო ვადის განულება კანონიერად ცნო.
ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
შესაბამისად, პუტინს კვლავა ექნება საშუალება, საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გადახედვას აღარ ექვემდებარება და ის პრეზიდენტს გადაეგზავნა.
„ბიბისის“ ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ რუსეთის უზენაეს კანონში შეტანილი ყველა ცვლილება კანონიერად გამოაცხადა და ასევე დაადგინა, რომ ეს შესწორებები საყოველთაო რეფრენედუმის შედეგების გათვალისწინებით შევა ძალაში.
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი რუსეთში აპრილის ბოლოს უნდა გაიმართოს. კრემლში აცხადბენ, რომ კორონავირუსის გავრცლების მიუხედავად, რეფრედუმი მაინც გაიმართება.