რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის, „მემორიალის“ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთის უძველესი უფლებადამცველი ორგანიზაციასთან დაკავშირებით, პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისას, „მემორიალი“ ისტორიას ამახინჯებდა.
„მემორიალს“ ბრალი რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების კანონმდებლობის საფუძველზე წაუყენეს, რომლის მიხედვით, საზღვარგარეთიდან დაფინანსებულმა ჯგუფებმა ღიად მონიშნონ, რომ მასალები გამოცემულია „უცხოური აგენტის“ მიერ. ოპოზიციური ჯგუფები მიიჩნევენ, რომ „მემორიალმა“ მთავრობის აღშფოთება საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის დროს სახელმწიფოს მიერ მოკლული მილიონობით ადამიანის შესახებ ინფორმაციის შეგროვებით გამოიწვია.
პროკურორები ამტკიცებენ, რომ ორგანიზაცია არა მხოლოდ მალავს „უცხოური აგენტის როლის შესრულების ფაქტს“, არამედ ცდილობს გავლენა მოახდინოს მთავრობის პოლიტიკაზე და საზოგადოებრივ აზრზე. უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ 1987 წელს დაარსდა.