რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ აშშ-ში რუსეთის „ბირთვული სამიზნეები“ დაასახელა
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ აშშ-ში რუსეთის „ბირთვული სამიზნეები“ დაასახელა. ტელეკომპანიის წამყვანმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის შემთხვევაში, მოსკოვი საპასუხო ნაბიჯებს სწორედ სიაში შეტანილი სამიზნეების წინააღმდეგ გადადგამს.
ბირთვულ სამიზნეებს შორის რუსულმა სახელმწიფო ტელევიზიამ პენტაგონი და „კემპ დევიდ“-ი დაასახელა. წამყვანმა დმიტრი კისელიოვმა, რომელიც კრემლთან ახლო კონტაქტებით არის ცნობილი, აღნიშნა, რომ რუსეთს ზებგერითი რაკეტები აქვს და წყალქვეშა ნავებიდან გაშვების შემდეგ, სამიზნეებამდე მიღწევა ხუთ წუთში შეუძლია.
სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებაზე პასუხად, კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა.