რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ ფრანგულენოვანი არხი დაიხურა
რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ ფრანგულენოვანი არხი დაიხურა

რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ ფრანგულენოვანი არხი დაიხურა. რუსულ ტელეკომპანიაში აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც მისი ანგარიშები ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო დააყადაღეს. ინფორმაცია „ტვიტერის“ გვერდზე „რაშა თუდეის“ ფრანგულენოვანი რედაქციის რედაქტორმა, ქსენია ფედოროვამ გაავრცელა.

„ჩვენს არხს აღარ შეუძლია მაუწყებლობის გაგრძელება“, – წერს ფედოროვა „ტვიტერის“ გვერდზე.

ტელეკომპანიის პრესრელიზში მითითებულია, რომ ტელეარხის დახურვის გამო უსამსახუროდ დარჩა 123 თანამშრომელი, რომელთაგან 77 ჟურნალისტია.

რუსული სახელმწიფო ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ მაუწყებლობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბევრ ევროპულ ქვეყანაში შეიზღუდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა „რაშა თუდეის“ მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმეს. „რაშა თუდეის“ და სააგენტო „სპუტნიკს“ევროკავშირის ტერიტორიაზე საქმიანობა 2022 წლის მარტიდან აუკრძალეს.