რუსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა
რუსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

რუსეთის სახელმწიფო თეატრის, მეიერჰოლდის სახელობის ცენტრის დირექტორმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, შეუძლებელია მუშაობდე მკლელისთვის.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო პროტესტის ნიშნად ვტოვებ სახელმწიფო თეატრის დირექტორის თანამდებობას. შეუძლებელია მუშაობდე მკლელისთვის და მისგან ხელფასს იღებდე“, – წერს ელენა კოვალსკაია.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.