რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაარღვია რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულებები
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაარღვია რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულებები, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა, პეტრ ტოლსტოიმ განაცხადა.
რუსი დეპუტატის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველთვის ასრულებდა თავის ვალდებულებებს თურქეთის წინაშე და იმედოვნებს, რომ რუსეთის პარტნიორებიც იმავეს გააკეთებენ, მაგრამ ერდოღანმა თავისი ვალდებულებები დაარღვია.
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციის კომენტირებისას სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ამას დადებითად ვერ მიიღებს.
„თავად ზელენსკის შეუძლია ნატო-ში გაწევრიანება, მაგრამ უკრაინის გარეშე“, – განაცხადა პეტრ ტოლსტოიმ.