მედიის ცნობით, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვეყნის საპატიმროებში მყოფი ამერიკის მოქალაქეების სია გადასცა
რუსეთის სახელმწიფო სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვეყნის საპატიმროებში მყოფი ამერიკის მოქალაქეების სია გადასცა.
სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის საზოგადოებრივი საბჭოს წევრის, ევა მერკაჩევას ვარაუდით, ეს გარემოება შესაძლოა, აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის გეგმასთან იყოს დაკავშირებული.
სიაში 17 პირი ფიგურირებს, მათ შორის ერთ-ერთია ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ ველანი, რომელიც ჯაშუშობაშია ბრალდებული. სიაშია ასევე, ამერიკელი სტუდენტი ტრევორ რიდი, რომელიც ცხრაწლიან სასჯელს იხდის 2019 წლის აგვისტოში ქუჩაში ჩხუბისა და სამართალდამცველებზე თავდასხმის გამო.