რუსეთის სახელმწიფო დუმაში საქართველოს კურორტებისა და ქართული პროდუქციის ბოიკოტირების ინიციატივით გამოვიდნენ
რუსეთის სახელმწიფო დუმაში საქართველოს კურორტებისა და ქართული პროდუქციის ბოიკოტირების ინიციატივით გამოვიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დუმის ტურიზმის, სპორტის, ფიზკულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხეილ დეგტიარევმა განაცხადა, რომ ბოიკოტირება თბილისში რუსოფობიური გამოსვლების მორიგი ტალღის გამო უნდა მოხდეს.
„საქართველოს ყველა კურორტისა და ყველა ქართული პროდუქციის ბოიკოტი – ყველაზე სწორი გადაწყვეტილება თბილისში, რუსოფობიური გამოსვლების მორიგი ტალღის შემდეგ. დაე უცადონ ტურისტებს აშშ-დან, ევროკავშირიდან და ბორჯომი ევროპულ ბაზარზე გაყიდონ“, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.