რუსეთის საკალათბურთო ნაკრები არ დაუშვეს ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე #1TVSPORT
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ დაუშვას რუსეთის ნაკრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე, – ეს წერია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.
FIBA-ს გადაწყვეტილება ეფუძნება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, რუს და ბელარუს ინდივიდუალურ სპორტსმენებს უფლებას მისცემენ, მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირებში, მაგრამ რუსეთსა და ბელარუსს ეკრძალებათ გუნდურ ტურნირებში გამოსვლის უფლება.
წინასაკვალიფიკაციო ტურნირები დაგეგმილია 12-20 აგვისტოს. მასში მონაწილეობას მიიღებს 40 გუნდი. შედეგად გაირკვევა ხუთი ნაკრები, რომელიც ითამაშებს საკვალიფიკაციო ტურნირებზე.