სალომე ზურაბიშვილი – ვამაყობ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით, საქართველოს გუნდს წარმატებას ვუსურვებ
ვამაყობ ქართველი სპორტსმენების ხილვით პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტი საქართველოს გუნდს ოლიმპიადაზე წარმატებას უსუვებს.
„ვამაყობ ქართველი სპორტსმენების ხილვით პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს გუნდს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ოლიმპიადა სავსე იქნება ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით“, – წერს პრეზიდენტი.
Proud to see Georgia’s athletes at the @Paris2024 opening ceremony
Best of luck to #TeamGeorgia !
We’re confident the Olympics will be filled with moments of national pride and joy 🇬🇪 #Paris2024 pic.twitter.com/XlnqVc59yJ— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) July 26, 2024