NBA და FIBA ახალი ევროპული ტურნირის შექმნას განიხილავენ #1TVSPORT
NBA და FIBA ახალი ევროპული ტურნირის შექმნას განიხილავენ #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია, (NBA) კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან (FIBA) ერთად, განიხილავს ახალი ევროპული საკლუბო ტურნირის შექმნას. ამის შესახებ დაწერა გამოცემა Sportico-მ. ამის წყალობით NBA შეძლებს, კონკურენცია გაუწიოს ევროლიგას.

როგორც იტყობინებიან, განიხილება საერთაშორისო ტურნირის ჩატარების შესაძლებლობა. მასში მონაწილეობას მიიღებენ გუნდები ევროპიდან და მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან. თებერვალში NBA-მ თანამშრომლობა დაიწყო საინვესტიციო ბანკ Raine Group-თან ევროპაში ლიგის შესაძლებლობების შეფასების მიზნით.

დღეისთვის ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია ევროპაში რამდენიმე ასობით მილიონ დოლარს გამოიმუშავებს წელიწადში. ჩრდილოამერიკული ლიგა რეგულარულად ატარებს მატჩებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ფარგლებს გარეთ საკუთარი ორგანიზაციის მიმართ ინტერესის გასაზრდელად.