FIBA-ს ახალი პრეზიდენტი შეიხი საუდ ალი ალ თანი გახდა #1TVSPORT
FIBA-ს ახალი პრეზიდენტი შეიხი საუდ ალი ალ თანი გახდა #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, FIBA-მ მანილაში კონგრესი ჩაატარა და ახალი პრეზიდენტი აირჩია.

მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ორგანიზაციას კატარელი შეიხი საუდ ალი ალ თანი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა FIBA-ში. ის ასევე იყო FIBA აზიის პრეზიდენტი 2002 წლიდან. შეიხმა პოსტზე ჰამანე ნიანგი შეცვალა, რომელიც სექსუალურ შევიწრობაში ამხილეს.

„ჩემთვის პატივია, ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა. ეს დიდი მიღწევაა კატარისთვის და აზიისთვის. ახლა მე ვიქნები 212 ფედერაციის ინტერესების დამცველი მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან.

კალათბურთი გლობალური სპორტია. გპირდებით, რომ თავდაუზოგავად ვიშრომებ ჩვენი სპორტისა და FIBA-ს წინსვლისთვის“, – განაცხადა საუდ ალი ალ თანიმ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 25 აგვისტოს დაიწყება. პლანეტის პირველობას ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებენ.