რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ღამით ქვეყნის შვიდი რეგიონის თავზე 50 უკრაინული დრონი გაანადგურა
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ღამით ქვეყნის შვიდი რეგიონის თავზე 50 უკრაინული დრონი გაანადგურა

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ღამით ქვეყნის შვიდი რეგიონის თავზე 50 უკრაინული დრონი გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 28 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქში, 12 – კურსკის ოლქში, ოთხი – ნოვგოროდის, ორი – სმოლენსკის, ორი – ტულის და თითო-თითო ორლოვისა და ტვერის ოლქებში.

კალუგის ოლქის გუბერნატორის, ვლადისლავ შაპშას ცნობით, დრონის იერიშის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ტულის ოლქის გუბერნატორი დმიტრი მილიაევი კი აცხადებს, რომ დრონის ნამტვრევების ჩამოვარდნისას კერძო სახლში მინები ჩაიმსხვრა.