რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - საქართველოსთვის „არსებითი მხარდაჭერის“ მომხრეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თბილისსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის ფუნდამენტურ მომენტებს სერიოზულად გავითვალისწინებთ
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - საქართველოსთვის „არსებითი მხარდაჭერის“ მომხრეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თბილისსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის ფუნდამენტურ მომენტებს სერიოზულად გავითვალისწინებთ

მოსკოვმა ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველოში „ღირსეული პარტნიორი 2022“-ზე ევროპიდან ნატო-ს მძიმე სამხედრო ტექნიკის გადასროლა პრაქტიკაში განხორციელდა, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, სამხედრო ტექნიკის გადასროლა ამჯერად სახმელეთო გზით თურქეთის გავლით მოხდა.

დენის გონჩარის განცხადებით, მოსკოვი საქართველოს ნატო-ში შეყვანის მიმდინარე კურსს და მის თანმხლებ საქმიანობას, მათ შორის, ქვეყნის თანამედროვე ტიპის იარაღით შევსებას და
თავის ტერიტორიაზე აშშ-სა და ალიანსის ქვეყნების მონაწილეობით რეგულარული სამხედრო წვრთნების ჩატარებას, აფასებს არა მხოლოდ რუსეთისა და მისი მოკავშირეების ინტერესების გამოწვევად რეგიონში, არამედ სერიოზულ საფრთხედ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის მთელ სამხრეთ კავკასიაში.

„საქართველოსთვის „არსებითი მხარდაჭერის“ მომხრეებმა უნდა იცოდნენ პასუხისმგებლობის ზომა და გააცნობიერონ, რომ თბილისსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის განვითარების ფუნდამენტურ მომენტებს ყველაზე სერიოზულად გავითვალისწინებთ“, – აღნიშნა დენის გონჩარმა.