რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ფინეთის დიპლომატიური მისიის აქტივების გაყინვა არის საპასუხო ზომა ფინეთის მიერ ჰელსინკში რუსეთის საელჩოზე დაწესებულ შეზღუდვებზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ფინეთის დიპლომატიური მისიის აქტივების გაყინვა საპასუხო ზომაა, კერძოდ, იმ შეზღუდვებზე, რომელიც ფინეთმა ჰელსინკში რუსეთის საელჩოს დაუწესა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, ფინეთის ხელისუფლებამ რუსული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს მხოლოდ ერთადერთი ფინური ბანკით სარგებლობის შესაძლებლობა დაუტოვა. მისივე თქმით, სარკისებური ზომების შედეგად, ფინეთის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლები რუსეთში ბანკ Nordea-თი სარგებლობას შეძლებენ.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ დღეს განაცხადა, რომ ფინეთის საელჩოსა და საკონსულოს საბანკო ანგარიშები რუსეთში 27 აპრილის შემდეგ გაყინულია. ფინეთმა რუსეთის ხელისუფლებას 4 მაისს გაუგზავნა შეტყობინება, რომელშიც მოითხოვა, ოფიციალური ახსნა-განმარტება რუსეთის მხრიდან ანგარიშების გაყინვის შესახებ, თუმცა სკანდინავიურ ქვეყანას მეზობლისგან ახსნა-განმარტება არ მიუღია.