რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა აშშ-ისგან სტრატეგიული სტაბილურობის და შეიარაღების კონტროლის შესახებ დიალოგის აღდგენის წინადადებები მიიღო
რუსეთმა აშშ-ისგან სტრატეგიული სტაბილურობის და შეიარაღების კონტროლის შესახებ დიალოგის აღდგენის წინადადებები მიიღო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ წინადადებები გაკეთდა წერილობით, მაგრამ არაფორმალური სახით და ახლა მათი ანალიზი უწყებათაშორის ფორმატში მიმდინარეობს.
რიაბკოვის განცხადებით, სტრატეგიულ სტაბილურობაზე, მათ შორის, სტრატეგიულ შეტევით იარაღზე და სხვა საკითხებზე დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთის მიმართ ფუნდამენტური მტრული კურსის შეცვლის გარეშე.