რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთი აშშ-სა და ნატო-ს სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთაც უკრაინაში იარაღი გადააქვთ, კანონიერ სამხედრო სამიზნედ განიხილავს
რუსეთი აშშ-სა და ნატო-ს სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთაც უკრაინაში იარაღი გადააქვთ, კანონიერ სამხედრო სამიზნედ განიხილავს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა.
„ვაფრთხილებთ, რომ აშშ-ნატო-ს ტრანსპორტი შეიარაღებით, რომლებიც უკრაინის ტერიტორიისკენ მიემართებიან, ჩვენ მიერ განიხილება, როგორც კანონიერი სამხედრო სამიზე“.
დიპლომატის თქმით, მკაცრად აღიკვეთება დასავლეთის ნებისმიერი მცდელობა, შეანელოს და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ან მის მოკავშირეებს სეპარატისტულ რეგიონში.