რუსეთის საგარეო უწყება - ვიდრე უსარგებლო სამხედრო ბლოკი პროვოკაციულ ქმედებებში გვადანაშაულებს, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის საყურებლად ვემზადებით
ვიდრე უსარგებლო სამხედრო ბლოკი პროვოკაციულ ქმედებებში გვადანაშაულებს და ბრიუსელში კბილების ხრჭიალს კვლავ განაგრძობს, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის საყურებლად ვემზადებით,- ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს სამიტის პირველ დღეს ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს. ქვეყნის საგარეო უწყებამ აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით გაავრცელა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მონაწილეებმა რუსეთი ნატო-ს საზღვრებთან პროვოკაციულ ქმედებებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. ამასთან, ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ოფიციალური მოსკოვი კალინინგრადში, ორმაგი დანიშნულების თანამდეროვე რაკეტებს ათავსებს.
რუსეთი ასევე ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევასა და ყირიმის ნახევარკუნძულზე სამხედრო ძალის გაზრდაში დაადანაშაულეს.