რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი დაიბარეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ ტელეგრამში სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ნოემბერს საღამოს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნის ინციდენტთან დაკავშირებით, ნატო-ს მთელ რიგ ქვეყნებში აღმაშფოთებელი საჯარო რეაქციის შესახებ. თუმცა, ამ განცხადებაში ელჩის დაბარების შესახებ არაფერი იყო ნახსენები.