რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გმობენ და აცხადებენ, რომ ეს გამოიწვევს ძალადობის ესკალაციას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიბანზე ისრაელის თავდასხმა დაგმო.
„გამოვხატავთ სოლიდარობას მეგობრული ლიბანის ხელმძღვანელობისა და ხალხის მიმართ, რომელიც შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთი გმობს ისრაელის თავდასხმას ლიბანზე და მოუწოდებს ისრაელის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. ასევე მიმართავს ისრაელს, „გაიყვანოს ჯარები ლიბანის ტერიტორიიდან და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების რეალური ძიებით დაკავდეს.“
„ყველა სახეობის ჯარების მონაწილეობით ისრაელის შეჭრის კომბინირებული ხასიათი, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდება. აშკარაა, რომ ასეთი ნაბიჯი, რომელიც ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადადგა „ჰეზბოლას“ რამდენიმე ლიდერის მკვლელობის შემდეგ, გამოიწვევს ძალადობის შემდგომ ესკალაციას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში“, – აღნიშნულია რუსეთის დიპლომატიურ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელში განაცხადეს, რომ ლიბანში შეზღუდული და ლოკალიზებული ხასიათის სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს.