რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სამი უპილოტო ნავით შეტევა სცადეს რუსეთის სამოქალაქო სატრანსპორტო გემზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სამი უპილოტო ნავით შეტევა სცადეს რუსეთის სამოქალაქო სატრანსპორტო გემზე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სამი უპილოტო ნავით შეტევა სცადეს რუსეთის სამოქალაქო სატრანსპორტო გემზე, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, რუსული ხომალდი თავდასხმის მცდელობის დროს ბოსფორის სრუტისკენ მიემართებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამოქალაქო გემის თანმხლებმა ხომალდებმა უკრაინული უპილოტო ნავები აღმოაჩინეს და გაანადგურეს.

დღესვე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საპატრულო გემებზე სამი საზღვაო უპილოტო ნავით სცადეს თავდასხმა.