რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვი არ გეგმავს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვი არ გეგმავს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას.
აღნიშნულის შესახებ, საგარეო უწყების ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ მოგვიწია ინსინუაციების უარყოფა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში. ეს არის მიზანმიმართული სიცრუე“, – განაცხადა ზაიცევმა.
მისი თქმით, რუსეთი მტკიცედ იცავს პრინციპებს, რომლის მიხედვითაც ატომურ ომში გამარჯვებული არ შეიძლება იყოს და ის არ უნდა იყოს გაჩაღებული.
„გასულ წელს სწორედ რუსეთმა შეძლო დაერწმუნებინა შეერთებული შტატები, შემდეგ კი მთელი ბირთვული ხუთეული, დაედასტურებინათ ამ პრინციპის ერთგულება“, – განაცხადა ზაიცევმა.