რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კურსკის რეგიონში უკრაინის არმიის შეჭრის შემდეგ რუსეთის მკაცრ პასუხს დიდი დრო არ დასჭირდება
კურსკის რეგიონში უკრაინის არმიის შეჭრის შემდეგ რუსეთის მკაცრ პასუხს დიდი დრო არ დასჭირდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, ამ დანაშაულის ორგანიზატორები და დამნაშავეები, მათ შორის, მათი უცხოელი კურატორები, პასუხს აგებენ.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმებს რუსეთის რეგიონებზე ტერორისტულ თავდასხმად მიიჩნევს. სარაკეტო თავდასხმები, თვითმფრინავების თავდასხმები აშკარად ტერორისტული ხასიათისაა. ბარბაროსული ტერორისტული აქტები მიზნად ისახავს მკვლელობას და მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებას“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.