რუსეთის საგარეო უწყება ბელარუსს „ნეგატიური ემოციების ესკალაციის შეწყვეტისკენ“ მოუწოდებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბელარუსში დაკავებული რუსეთის 33 მოქალაქე ბელარუსის გავლით სტამბულში მიემგზავრებოდა და მათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია თან ჰქონდათ.
ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ბელარუსის მხრიდან მომხდარის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად წარმოჩენა, მოსკოვის შეშფოთებას იწვევს.
„აუცილებელია, არასაჭირო ნეგატიური ემოციების ესკალაციის შეწყვეტა, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო პერიოდში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
29 ივლისს ბელარუსის დედაქალაქში უცხო ქვეყნის დაქირავებული მებრძოლები დააკავეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ისინი რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები არიან.
სამართალდამცველების განცხადებით, მათ მიიღეს ინფორმაცია, ქვეყანაში 200-ზე მეტი მებრძოლის შესვლის თაობაზე, რომელთაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს დესტაბილიზაცია უნდა გამოეწვიათ. თითოეული მათგანი აღჭურვილი იყო ხელბარგითა და სამ-სამი ჩემოდნით. გამოძების ინფორმაციით, ჯგუფი 25 ივლისს ერთ-ერთ სასტუმროში განთავსდა, ორი დღის შემდეგ კი, ლოკაცია შეიცვალა.