რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

რუსეთის საგარეო უწყება საკუთარ ვებგვერდზე ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„სერიოზულად შეშფოთებული ვართ საქართველოში შექმნილი შიდაპოლიტიკური მდგომარეობით. ანტირუსული ლოზუნგების ქვეშ ქართული რადიკალური ოპოზიციის ქმედებების შედეგად დაზარალდნენ ჩვენი თანამემამულეები – რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ოფიციალური დელეგაციის წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ თბილისში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეაში. თბილისში გრძელდება მასობრივი არეულობები. ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაჟინებით ურჩევს რუსეთის მოქალაქეებს, პირადი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.