რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პოლონეთში აშშ-ის ბაზის განთავსებას რუსეთი საფრთხედ მიიჩნევს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პოლონეთში აშშ-ის ბაზის განთავსებას რუსეთი საფრთხედ მიიჩნევს

პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზის განთავსებას რუსეთი საფრთხედ მიიჩნევს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ გააკეთა.

მისი თქმით, პოლონეთში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსება რუსეთ-ნატო-ს აქტის დარღვევაა.

გრუშკო აცხადებს, რომ ამერიკული ბაზების განთავსების შემთხვევაში, მოსკოვი შესაბამის სამხედრო ზომებს მიმართავს.

შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ამერიკის შეერთებულ შტატებს პოლონეთში ბაზის განთავსება სთხოვა.