რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმებას მხარს უჭერს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმებას მხარს უჭერს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმებას მხარს უჭერს. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„რამდენჯერმე ვესაუბრე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს. თურქეთი მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა, მოლაპარაკებების პროცესში თურქეთის შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. სერგეი ლავროვის თქმით, ფორმატის გადახედვა არ იგეგმება.

„რაც შეეხება ფორმატის ცვლილებას, ერთობლივ განცხადებაში დადასტურებულია, რომ არ იგეგმება ფორმატის ცვლილება. ეუთო-ს მინსკის ჯგუფი საკმარისად მრავალრიცხოვანი ჯგუფია, რომელმაც უფლებამოსილება მიანიჭა სამ ქვეყანას, რუსეთს, ამერიკას და საფრანგეთს აწარმოონ მოლაპარაკებები“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.