რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს.

დროებითი განთავსების პუნქტებში რუსეთის 24 რეგიონში კურსკის 10 ათასზე მეტი მცხოვრები, მათ შორის, სამი ათასი ბავშვი იმყოფება.

კურსკის სასაზღვრო რაიონებიდან ევაკუირებული ექვსი ათასზე მეტი ადამიანი კი განთავსებულია თავად კურსკის ოლქში მოწყობილ ცენტრებში.

12 აგვისტოს კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა პრეზიდენტ პუტინს ოპერატიულ თათბირზე განუცხადა, რომ ოლქის სასაზღვრო რაიონებიდან გაყვანილია 121 ათასი ადამიანი. სმირნოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ძალების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, 121 ადამიანი კი დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 6 აგვისტოდან აწარმოებენ.