რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
„დაღუპულები სავარაუდოდ არიან მსუბუქი ავტომობილის მგზავრები, რომლებიც აფეთქებულ სატვირთოსთან ახლოს იმყოფებოდნენ. წყლიდან ამოყვანილია ორი ცხედარი – ქალისა და მამაკაცის, მათი ინდენტიფიცირება გრძელდება, – განაცხადეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.
ამას გარდა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიებას აქვს ინფორმაცია აფეთქებული სატვირთოსა და მისი მფლობელის შესახებ.
„ის კრასნოდარის მხარის მცხოვრებია. მის საცხოვრებელ ადგილას ჩხრეკა მიმდინარეობს. სწავლობენ მისი გადაადგილების მარშრუტს და სხვა დოკუმენტაციას“, – ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო ორგანოს განცხადებაში.