რუსეთის ქალაქებში საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ აქციებზე 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
რუსეთის ქალაქებში საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქციების ორგანიზება ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნისა და მისი მხარდამჭერების მიერ მოხდა. რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ძალისმიერ მეთოდებს მიმართა.
რუსეთის მასშტაბით საპენსიო ასაკის გაზრდა საერთო ჯამში 80-ზე მეტ ქალაქში გააპროტესტეს. ხელისუფლებამ ოპოზიციის აქციებს უკანონო უწოდა.
საპენსიო სისტემის რეფორმა 2005 წლის შემდეგ ყველაზე არაპოპულარული გადაწყვეტილება გახდა, რამაც რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი 15%-ით შეამცირა.