რუსეთის ქალაქ პერმში სკოლაში დანით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა
რუსეთის ქალაქ პერმში სკოლაში დანით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა

რუსეთის ქალაქ პერმში სკოლაში დანით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა.

როგორც რუსულ მედიას საქალაქო ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, თავდასხმის შედეგად სკოლის შვიდი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაშავდა.

ჯანდაცვის სმაინისტროს ინფორმაციით, ერთ მოსწავლესა და მასწავლებელს დანით ჭრილობები ყელის არეში აქვთ მიღებული, მათი მდგომარეობა მძიემა.

მომხდართან დაკავშირებით შექმნილია ოპერატიული შტაბი, რომელსაც გუბერნატორი ხელმძღვანელობს. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ორივე თავდამსხმელი დაკავებულია.

„ინტერფაქსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი მიზეზი მოსწავლეებს შორის კონფლიქტი გახდა.

მომხდარის გამო, სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა, განხორციელდა მოსწავლეების ევაკუაცია.