რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკის სამხედრო საწყობში ხანძარია. საწყობში, რომელიც ქარხანა „კრასმაშს“ ეკუთვნის, ცეცხლი 24 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
„კრასმაში“ წყალქვეშა ნავებისთვის გათვალისწინებულ ბალისტიკურ რაკეტებს „სარმატს“ და „სინევას“, ასევე რაკეტის გადამტანების „ზენიტის“ და „პროტონის“ ზედა საფეხურის საბაზისო მოდულებს აწარმოებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, რაკეტების საწარმოსა და სხვა შეიარაღებაზე ხანძარი ვერ გავრცელდება, რადგან საწყობისგან დიდი მანძილით არის დაშორებული. მასშტაბური ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება.