რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი
რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის 11 ბავშვია. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია უდმურტეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარის გამო, რეგიონში ოთხდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
თავდასხმა იჟევსკის სკოლაში გუშინ დილით მოხდა. სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, 1988 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, სკოლაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრის, სერგეი კრავცოვის განცხადებით, თავდამსხმელი ფსიქიატრიულ აღრიცხვაზე იმყოფებოდა.