რუსეთის ქალაქ ბრიანსკში მდებარე ნავთობბაზას დღეს დილით ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ „როიტერი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი ნავთობსადენების კომპანია „ტრანსნეფტის“ საკუთრებაში არსებულ ობიექტზე, მოსკოვის დროით 02:00 სთ-ზე გაჩნდა, მაგრამ ქალაქის რომელიმე ნაწილის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა.
ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რუსეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც უკრაინის სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებისკენ მდებარეობს.