რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების პროექტს მხარი დაუჭირა
რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების პროექტს მხარი დაუჭირა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ შეთანხმების პროექტს მხარი დაუჭირა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივა რუსეთსა და ე.წ. სამხრე ოსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო უწყებას დაევალა, ცხინვალთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ხელი მოაწეროს განკარგულებით გათვალისწინებულ დოკუმენტს.

რუსული მედიის ცნობით, პროექტის თანახმად, ერთი მხარის მოქალაქეებს არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე ექნებათ უფლება, მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა.

დოკუმენტის მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სარგებლობენ სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო მომსახურების უფლებების იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ.

რუსული მედიის ცნობით, შეთანხმებას სჭრიდება რატიფიცირება და ძალაში შევა რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან, იმოქმედებს ხუთი წლის ვადით და ავტომატურად გახანგრძლივდება მომდევნო ხუთი წლით.