რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის
რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია არ აპროტესტებს უკრაინის მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, – თქვა მედინსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, „კიევი პირობას დებს, რომ უარს იტყვის სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე, უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებაზე და გარანტორი ქვეყნების თანხმობის გარეშე სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე“.
„უსაფრთხოების გარანტიები არ ვრცელდება ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიაზე, უკრაინა უარს ამბობს ყირიმისა და სევასტოპოლის სამხედრო გზით დაბრუნების სურვილზე და აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკების გზით. რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ შეესაბამება ჩვენს პოზიციას, მაგრამ უკრაინამ საკუთარი მიდგომა ჩამოაყალიბა“, – თქვა მედინსკიმ.