რუსეთმა თურქეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს სირიაში სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისგან
რუსეთმა თურქეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს სირიაში სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის ჩატარებისგან, რადგან ასეთმა ქმედებებმა შეიძლება, გამოიწვიოს ძალადობის ესკალაცია, – ამის შესახებ სირიის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლავრენტიევმა განაცხადა.
ლავრენტიევის თქმით, აშშ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში დესტრუქციულ კურსს მიჰყვება და ქურთების საკითხის მოგვარება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისთვის.
რუსი დიპლომატის განცხადებით, ქურთები აშშ-ის მძევლები არიან, რაც კრიზისის მოგვარებას აფერხებს.
„დარწმუნებული ვარ, აშშ-ის გარეშე ქურთების საკითხი ძალიან სწრაფად გადაწყდებოდა“, – აღნიშნა ალექსანდრე ლავრენტიევმა.