რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემთხვევაში, მოსკოვი რუსულენოვან მოქალაქეთა დასაცავად შესაძლოა, ჩაერიოს
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემთხვევაში, მოსკოვი რუსულენოვან მოქალაქეთა დასაცავად შესაძლოა, ჩაერიოს

უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთში, სეპარატისტებზე ფართომასშტაბიან თავდასხმას თუ დაიწყებს, მოსკოვი რუსულენოვან მოქალაქეთა დასაცავად შესაძლოა, ჩაერიოს, – ამის შესახებ „ბიბისი“ რუს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, დიმიტრი კოზაკის განცხადებით, „ყველაფერი დამოკიდებულია ხანძრის მასშტაბზე“. მისი თქმით, ესკალაცია უკრაინისთვის შესაძლოა, „დასასრულის დასაწყისი“ იყოს.