რუსეთის პრემიერი პირველ ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით სომხეთში ჩავა, სადაც ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობს
რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი 1-ელ ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით სომხეთში ჩავა, სადაც ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაში და ევრაზიული ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობს.
რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მთავრობების მეთაურებთან ერთად, მიშუსტინი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ინტეგრაციის გაღრმავების აქტუალურ ამოცანებს განიხილავს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შიდა ბაზრის ფუნქციონირების საკითხებს, მრეწველობის, ტრანსპორტის, საბაჟო-სატარიფო, აგრარულ და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას.
მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომას შეუერთდებიან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებელი ქვეყნების სტატუსის მქონე კუბა და უზბეკეთი, ასევე მიწვეული სტუმრები. სომხური მედიის ცნობით, ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს შემოდგომის სხდომა, ტრადიციულად, სომხეთში იმართება. სომხეთში ვიზიტამდე, დღეს რუსეთის პრემიერ-მინისტრს მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი თეირანში ირანის პრეზიდენტ მადუს ფეზეშქიანთან.