რუსეთის პატრიარქი კირილი სტამბოლში კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეხვდება
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი 31 აგვისტოს სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ესტუმრება.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის სამდივნოს ინფორმაციით, რუსეთის პატრიარქისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის შეხვედრაზე მხარეები ორმხრივ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, ივლისში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქს მოსკოვში შეხვდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაზეც ისაუბრეს.
აპრილის ბოლოს უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა, კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართვას, რომელიც უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნას გულისხმობს.