რუსეთის პატრიარქი კირილე - ჩვენს ეკლესიაში მხურვალედ უყვარხართ და აფასებენ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქო კირილე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს ულოცავს.
როგორც წერილში პატრიარქი კირილე აღნიშნავს, დიდ მადლიერებას გამოხატავს ილია მეორეს ძალისხმევისთვის, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის სრულიად განსხვავებულ სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლისმიერო საყვარელო ძმაო, გულითადად გილოცავთ როგორც თქვენი, ისე საქართველოს მთელი ეკლესიის ცხოვრებაში ღირსშესანიშნავ დღეს, თქვენი საპატრიარქო ინტრონიზაციის 40 წლისთავს.
ოთხი ათეული წლის წინ ღვთის ნებითა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით თქვენ ახვედით უწმინდესთა და უნეტარესთა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ტახტზე.
მთელი ამ წლების განმავლობაში მაცხოვრის შეწევნით თქვენ აღასრულეთ მაღალ მსახურება სიწმინდით, მეცნიერებითა და სულგრძელობით, სიტკბოებითა და სულის წმინდით, შეურიგებელი სიყვარულით, ჭეშმარიტების სიტყვით, ღვთის ძალით.
ის, რომ იბერიის წმინდა მიწაზე ოდესღაც წმინდა ნინოს ღვაწლით დანერგილმა ჭეშმარიტი რწმენის მარცვალმა დღეს ასეთი უხვი ნაყოფი გამოიღო, თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის პირადი დამსახურებაა.
როდესაც შეუდექით საპატრიარქო მსახურებას, თქვენ იყავით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მღვდელმთავარი. დიდი გზა განვლეთ და აწ უკვე ბრძანდებით ეკლესიის მეთაურობის ხანგრძლივობით მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე უხუცესი საჭეთმპყრობელი.
თქვენი სიტყვა ავტორიტეტული და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც გიცნობთ და უყვარხართ, ვინც თქვენთვის ლოცულობს და ვინც თქვენგან კურთხევას ითხოვს.
თქვენ დაუღალავად ზრუნავთ სამწყსოს დასაპურებლად, მოუწოდებთ და შთააგონებთ რა მათ, იცხოვრონ სახარისეული ცნებებით. მართლმადიდებელი საქართველოს მომავალზე ზრუნვის გამო თქვენ წმინდა ნათლობით გახდით ნათლია ათასობით ბავშვისა.
თქვენო უწმინედსობავ და უნეტარესობავ, მრავალი ათეული წლის მანძილზე მე მქონდა თქვენთან თანამშრომლობის ბედნიერება, მათ შორის საერთაშორისო ქრისტიანულ ღონისძიებებში, სადაც თქვენ მტკიცედ იცავდით მართლმადიდებელთა პოზიციებს. ფრიად ვაფასებ თქვენს წვლილს მართლმადიდებელთა ერთობის განსამტკიცებლად შეტანილს. ჩვენ მოგვიწია გვეღვაწა ადგილობრივი ეკლესიების წინამძღვართა და წარმომადგენელთა შეკრებებზე, კონსტანტინეპოლსა და სხვა მნიშვნელოვან ფორუმებზე, ამ ერთობლივი საქმიანობით ჩვენ მუდამ ვცდილობდით შეგვანრჩუნებინა სულის ერთობა.
დიდად მადლიერი ვართ თქვენი ძალისხმევისთვის საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის სრულიად განსხვავებულ სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. იქნება ეს მომლოცველობა, სტუდენტთა და მეცნიერთა საღვთისმეტყველო გაცვლითი პროგრამები თუ სხვა. წარმატებით დაასრულეთ რა მოსკოვის სასულიერო სასწავლებელი, თქვენ არაერთხელ ბრძანდებოდით ჩვენი ეკლესიის სასურველი სტუმარი, ჩვენი ეკლესიის სამი მეთაურის პატრიარქობისას, ღვთით კურთხეულ ივერიაში კი იღებდით მოსკოვის საპატრიარქოს მრავალ იერარქსა და მრავალ სასულიერო პირს.
ჩვენს ეკლესიაში მხურვალედ უყვარხართ და აფასებენ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას. ჩვენი ძმური სიყვარულისა და პატივისცემის გულითადი ცნობების წარმოსაჩენად საქართველოში წარმოვგზავნეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ღირსეული დელეგაცია ნიჟნინოვგოროდისა და აზნამასის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გიორგის ხელმძღვანელობით. რუსული ეკლესიის სისავსისა და პირადად ჩემი სახელით ლოცვით შევთხოვთ უფალს მრავალი კეთილი წელი მოჰმადლოს თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას, ასევე პირველ იერარქის ღვაწლში მოგანიჭოთ ღვთის უშურველი შეწევნა, სულიერი და ხორციელი ძალების განმტკიცება და უფლისმიერი სიხარული”, – ნათქვამია მილოცვაში.