რუსეთის პატრიარქი დღეს სტამბოლში კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეხვდება
რუსეთის პატრიარქი დღეს სტამბოლში კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეხვდება.
კირილი და ბართლომე ერთმანეთს ბოლოს 2016 წელს, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეკრებაზე შევხდნენ. მოლპარაკებები წინ უძღოდა კრეტაზე გამართულ საეკლესიო კრებას, რომელზე დასწრებაზეც რუსეთის საპატრირქომ უარი განაცხადა.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები მოსკოვში 2018 წლის ივლისში იმყოფებოდნენ, განხილვის ერთ-ერთი მთავრი თემა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება იყო.
აპრილის ბოლოს უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართვას, რომელიც უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნას გულისხმობს.
სტამბოლში 1-3 სექტემბერს გაიმართება სინაქსისი – კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლი ეკლესიის უმაღლესი პირების შეკრება, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი უხელმძღვანელებს. ექსპერტების ცნობით, სწორედ ამ დროს, დიდი ალბათობით, განხილული იქნება უკრაინისა და მაკედონიის ეკლესიებისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი.
ამასთან, საეკლესიო წრეებში ვარაუდობენ, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ფორმალურად 10 სექტემბერს მოხდება.