ზაპოროჟიეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მოსკოვი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს
რუსეთის პარლამენტი 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით სხდომას გამართავს.
ასევე, რუსული მედიის ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვი ზაპოროჟიეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს.
რამდენიმე კვირაა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა, ელექტროსადგურზე ხორციელდება იერიშები. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ატომურ სადგურზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტები ჩავლენ.