რუსეთის მიერ ნიკოლაევზე იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა
რუსეთის მიერ ნიკოლაევზე იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ნიკოლაევის ოლქის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიმის თქმით, დაბომბვის შედეგად გაჩნდა ხანძარი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, სარესტორნო კომპლექსი, საცხოვრებელი კორპუსები და მანქანები.