რუსეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია. მიხაილ მიშუსტინს ცხრა მოადგილე ეყოლება.
როგორც ირკვევა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თანამდებობაზე დარჩება.
უცვლელია თავდაცვის მინისტრი, რომლის პოსტსაც ისევ სერგეი შოიგუ დაიკავებს და ენერგეტიკის მინისტრი, რომლის თანამდებობაზეც კვლავ ალექსანდრ ნოვაკი წარადგინეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი იქნება.
ამასთან, პრეზიდენტ პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, უქმდება ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების სამინისტრო და ამ ფუნქციას ეკონომიკის განვითარების სამინისტრო შეითავსებს.
შეგახსენებთ, რომ დმიტრი მედვედევს პრემიერ-მინისტრად მუშაობის დროს 10 მოადგილე ჰყავდა.