„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ ნოვაია ტავოლჟანკას სრულად აკონტროლებენ
„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ ნოვაია ტავოლჟანკას სრულად აკონტროლებენ

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ ნოვაია ტავოლჟანკას მთლიანად აკონტროლებენ. ამის შესახებ მათ ტელეგრამარხში გავრცელებულ ვიდეორგოლში განაცხადეს.

მათი თქმით, ისინი დასახლებას უკვე რამდენიმე დღეა, აკონტროლებენ.

გავრცელებულ ვიდეორგოლში „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ დასახლება, რომლის მოსახლეობა ხუთი ათასს შეადგენდა, ახლა ცარიელია.

თავის მხრივ, ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გუდკოვი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სროლის გამო სოფელში ვერ შედის. გუდკოვის თქმით, ნოვაია ტავოლჟანკაში დაახლოებით 100 მოსახლეა დარჩენილი, თუმცა ხელისუფლება სოფელში მყოფი მოქალაქეების რაოდენობას დაზუსტებით ვერ ასახელებს.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ რუსი მებრძოლებისგან შემდგარი დაჯგუფებაა, რომელმაც გასულ თვეში „რუსეთის თავდაცვის ლეგიონთან ერთად“ ბელგოროდის ოლქზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.