რუსეთის მმართველი პარტიის გენერალური საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი ხერსონის ოლქში სამუდამოდ მივიდა
რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს მდივანი ანდრეი ტურჩაკი აცხადებს, რომ რუსეთი ხერსონის ოლქში სამუდამოდ მივიდა.
აღნიშნულის შესახებ, ანდრეი ტურჩაკმა ხერსონის ოლქში თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, დენის პუშილინთან ერთად ვიზიტისას განაცხადა.
„რუსეთი აქ სამუდამოდაა, ეს ეჭვგარეშეა. წარსულში დაბრუნება არ იქნება. ჩვენ ვიცხოვრებთ ერთად, განვავითარებთ ამ მდიდარ ოლქს. მდიდარს ისტორიული მემკვიდრეობით, მდიდარს თავისი ხალხით, რომელიც აქ ცხოვრობს“, – განაცხადა ტურჩაკმა.
პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონის სტატუსს მისი მოსახლეობა განსაზღვრავს. ანდრეი ტურჩაკ, რუსეთი მათ ჰუმანიტარული დახმარებით და მომავალი ზამთრისთვის მზადების საკითხების მოგვარებაში დაეხმარება.