რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ხუთი ადამიანი
რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა. სარაკეტო დაბომბვის შედეგად ქალი, მამაკაცი და 12 წლის ბიჭი დაიღუპნენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი.
გავრცელებული ცნობით, რაკეტა საცხოვრებელ კორპუსთან, საბავშვო მოედანზე ჩავარდა. მანამდე ქალაქ ნიკოლაევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოგვიანებით კი ქალაქის მერმა, ალექსანდრ სენკევიჩმა აფეთქების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სასწრაფო დახმარების მისვლამდე უამრავი ადამიანი მივიდა დაზარალებულთა დასახმარებლად.
წინასწარი მონაცემებით, ნიკოლაევის საცხოვრებელი ზონა რუსული „ხ-59“-ის ტიპის რაკეტით დაიბომბა.