რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ გლუხოვის დაბომბვას ათი ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ გლუხოვის დაბომბვას ათი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ერთი ბავშვი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სუმის რეგიონის ქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი.
გავრცელებული ცნობით, სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებლის შენობის ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, სამი ადამიანია მოყოლილი.
რუსეთმა ქალაქ გლუხოვის წინააღმდეგ შეტევა „შაჰედის“ ტიპის ორი უპილოტო თვითმფრინავით მიიტანა.
თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განზრახვა ომის გაგრძელებაა.