უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის გამო მოლდოვის ენერგოსისტემაში შეფერხებები იყო
მოლდოვური ოპერატორის, Moldelectrica-ს განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გამო მოლდოვის ენერგოსისტემაში გარკვეული შეფერხებები იყო, თუმცა კომპანია სერიოზულ პრობლემებს არ ელოდება.
„ამჟამად ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ გვაქვს საკმარისი ადგილობრივი გენერაცია, რათა გავუმკლავდეთ უმნიშვნელო შეფერხებებს“, – განაცხადეს კომპანიაში.
ცნობისთვის, დღეს დილით რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, შედეგად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სულ მცირე, ოთხი ადამიანია დაღუპული და 11 დაშავებული.